კომაროვის სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზაურ ჭელიძეს გარდაცვალების გამო

კომაროვის სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საოცრად თბილი, მოსიყვარულე, გაწონასწორებული, მშვიდი პიროვნების, გამორჩეული  პროფესიონალის, შესანიშნავი მეუღლის, მამასა და ბაბუას, გულისხმიერი და კარგი მეგობრის,  ზაურ ჭელიძის,  გარდაცვალების გამო.


ზაურ ჭელიძემ თბილისის 54-ე საშუალო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ  სწავლა ფიზიკის ფაკულტეტზე განაგრძო. 1970 წელს მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. წლების განმავლობაში ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 


ბატონი ზაური კომაროვის სკოლაში დაარსების დღიდან მოღვაწეობდა  და თავისი ენაწყლიანობით  ხალისი და სიცოცხლე შეჰქონდა მოსწავლეებისა და კოლეგების ცხოვრებაში,  უშურველად გასცემდა სითბოსა და ყურადღებას. ამიტომაც იმსახურებდა არაერთი თაობის მოსწავლისა და კოლეგის  სიყვარულსა და პატივისცემას. როგორც ერთ-ერთმა მოსწავლემ თქვა: ,,ზაურ მასწავლებელმა  დაანახა ფიზიკა არა როგორც ფორმულაში ჩაკეტილი,  არამედ ქმედითი, დინამიკური მეცნიერება სამყაროს ყოველდღიურობის, გარემომცველი მოვლენების შესახებ’’.               


ზაურ ჭელიძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოს საგანმანათლებლო და ფიზიკის   საზოგადოებისთვის.                     


ვუსამძიმრებთ  ბატონი ზაურის  ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

 

პანაშვიდები გაიმართება: 

სამშაბათს, 23 აგვისტოს, 17  საათზე, მისამართი:  ბაგები, I  კორპუსი, ბინა 22. 

ოთხშაბათს, 24 აგვისტოს, 17 საათზე  ვაკის სამების ეკლესია, ილია ჭავჭავაძის გამზირი, 37.

გასვენება: ხუთშაბათს, 25 აგვისტოს, 14  საათზე, ვაკის სამების ეკლესიიდან.

 


ზემოთ